აქ ერთად ვართ... აფხაზები და ქართველები

„აქ ერთადვართ...“ - ასე ჰქვია საქართველოს ეროვნულ არქივში გახსნილ გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, დაცული საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიტერატურის მუზეუმში. ფოტოგამოფენა ერთგვარი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისადმი.