აფგან მუხთარლის გატაცებიდან 2 წლის თავზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა თბილისში აქცია გამართეს
Your browser doesn’t support HTML5
2 წელი შესრულდა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს და დღეს ის ბაქოს ციხეში ექვსწლიან სასჯელს იხდის. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა 29 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს და კოლეგის უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს.