რუსთავის საკრებულო საგონებელში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ მკვეთრად მოიმატა იმ მშობლების მიმართვიანობამ, რომლებიც თვითმმართველობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ აუტიზმის დიაგნოზის, ქცევითი და ემოციური გადახრების მქონე შვილების მკურნალობისთვის. რუსთავის საკრებულო აუტიზმის დიაგნოსტიცირების გამკაცრებას ითხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რუსთავის მერიას 193-მა ადამიანმა მიმართა აუტიზმის, გონებრივი შეფერხების ან დაყოვნების მკურნალობის დაფინანსების თხოვნით. ეს მაშინ, როცა გასული წლის ამავე პერიოდში რუსთავის მერიას ამავე მიზეზით მიმართა 118-მა ადამიანმა. მერიის სოციალური სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეციალური კლინიკების დიაგნოზით, დღეისათვის აუტიზმი 142 რუსთაველს აქვს, მაგრამ სულ უფრო მატულობს იმ მშობლების მომართვები, რომელთა შვილიც უბრალოდ ცელქია, მაგრამ დიაგნოზში აუტიზმის სპექტრის რთული ფორმა უწერია.
ასევე ნახეთ სპეცმასწავლებლების ახალი სტატუსი - ნამდვილი მასწავლებლობარუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძე ამბობს, რომ იზრდება მერიის „აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ დაფინანსება, მაგრამ ზოგჯერ ეჭვს იწვევს ე.წ. „ფორმა 100“, რომელშიც აუტიზმის დიაგნოზი ან გონებრივი განვითარების შეფერხებაა მითითებული:
რეალურად სჭირდებოდათ ლოგოპედი, „ფორმა 100“ კი ჰქონდათ, როგორც ქცევის გადახრა და აუტიზმი. ამიტომ ვისაც [სოციალური] ქულა ჰქონდა, იმათ დავუტოვეთ დაფინანსება, ვისაც 150 ათასს ზევით ჰქონდა, იმათ მოვუხსენით...გიგა ვეფხვაძე
„ხშირად არის ხოლმე გადაჭარბებული... ვთქვათ, [აუტიზმის სპექტრის] ისეთი რთული ფორმა არ აქვს ბავშვს, მაგრამ ამბობენ, რომ რთული ფორმაა, ამიტომ დღეისათვის ძალიან ბევრი კლინიკა აუტიზმის დიაგნოზს სვამს. [ექიმის] პროფესიონალიზმში ეჭვს ვერ შევიტან, მაგრამ შეიძლება ზოგი ისე ვერ სინჯავს, როგორც საჭიროა.“
გიგა ვეფხვაძემ ეს განცხადება გააკეთა გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომის შემდეგ, რომელზეც განიხილავდნენ სოციალური პროექტების დაფინანსებაში ცვლილებების პროექტს. ვეფხვაძის კომისიამ „აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ დაფინანსების გაზრდას და მასში სხვა ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. იგივე გააკეთა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ. თუმცა მის თავმჯდომარეს, დავით იშხნელს, იგივე პრეტენზიები აქვს, რაც გიგა ვეფხვაძეს:
„ქცევის გადახრაში ხვდებიან ისინიც, ვისაც ლოგოპედის დახმარება სჭირდება. რეალურად სჭირდებოდათ ლოგოპედი, „ფორმა 100“ კი ჰქონდათ, როგორც ქცევის გადახრა და აუტიზმი. ამიტომ ვისაც [სოციალური] ქულა ჰქონდა, იმათ დავუტოვეთ დაფინანსება, ვისაც 150 ათასს ზევით ჰქონდა, იმათ მოვუხსენით, ვისაც რეალურად სჭირდება და არ თაღლითობს, იმათ ნაკლებად შეეხებათ [დაფინანსების ცვლილება].“
მერე რა, რომ ზუსტად აუტიზმი არ არის, თუ ნულიდან გადახრა დაფიქსირებულია, მაინც სჭირდება დახმარება ამ ბავშვს. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება მართლა გაურთულდეს აუტისტური სიმძიმის მდგომარეობა.მარინა ტრასაშვილი
დავით იშხნელის განმარტებით, მისი კომისია მხარს უჭერს ხსენებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანის პროექტს. მისი აზრით, ასეთივე მიდგომა გასათვალისწინებელი იქნება რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას:
„თბილისის მერია აღიარებს მხოლოდ სამი დაწესებულების დიაგნოზს, ჩვენ კი ყველა ნევროპათოლოგის და ცენტრის დიაგნოზს ვითვალისწინებთ, ამიტომ ეს ხარვეზი გამოსასწორებელი გვექნება მომავალი წლის ბიუჯეტში.“
თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ „მწვანე სახლის“ ხელმძღვანელი მარინა ტარასაშვილი ამბობს, რომ რუსთავის მერიის საკრებულოს მიდგომა ქცევის გადახრის მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსების თვალსაზრისით მთლად გამართლებული არ არის.
„მერე რა, რომ ზუსტად აუტიზმი არ არის, თუ ნულიდან გადახრა დაფიქსირებულია, მაინც სჭირდება დახმარება ამ ბავშვს. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება მართლა გაურთულდეს აუტისტური სიმძიმის მდგომარეობა. რაც უფრო ადრე დავეხმარებით, მით უფრო კარგია, თუ რაღაც დარღვევა აღმოჩნდა, ჯობია მაშინვე დავეხმაროთ, არ დამძიმდეს ეს დარღვევა და გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ.“
თუმცა, მარინა ტარასაშვილი იზიარებს რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელთა პოზიციას, რომ აუტიზმისა და გონებრივი განვითარების შეფერხების რთული ფორმების დადგენა კომპლექსური, სპეციალური დიაგნოსტიკის საგანია.