აურზაური გიორგი ჭელიძის სასამართლოზე
Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის წინასასამართლო სხდომა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე მათ დააყენეს შუამდგომლობა პროკურორისა და მოსამართლის აცილების მოთხოვნით, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით გიორგი ჭელიძის 15-მდე ადვოკატიდან რამდენიმე დააჯარიმა. მოსამართლემ სხდომა დახურა. მორიგი სხდომა 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული. "საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 31 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.