ატოცი - მცოცავი ოკუპაციის შიშში

Your browser doesn’t support HTML5

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე ძელებით მონიშნეს საოკუპაციო გამყოფი ხაზის ახალი მონაკვეთი. ამ გამყოფ ხაზს მიღმა ექცევა ატოცელების სახნავ-სათესი მიწები, სოფლის საძოვრის ნაწილი და ტყის მასივი. რუსეთის საოკუპაციო ძალების ამ სოფელში პირველი ღობეები 2014 წლის თებერვალში გაავლეს. მაშინდელი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო. მაშინ სოფელმა 30 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ფართი დაკარგა. მცოცავი ოკუპაცია ატოციდან ოსურ სოფელ ბალთის მიმართულებით რამდენიმე დღის წინ ისევ გაგრძელდა.