არღვევს თუ არა "ქართული ოცნება" კანონს?

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" Facebook-ზე ფულს იხდის იმ ვიდეოს ჩვენებებში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად არის დამზადებული და შეიცავს მოწოდებას "პრინციპული არჩევანის" გაკეთების შესახებ. სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს, არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით​.


რამდენად კანონიერია დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ფასიანი რეკლამის განთავსება პოლიტიკური პარტიის მიერ?

"სამართლიანი არჩევნები" თვლის რომ ამ ტიპის მხარდაჭერა უკანონოა და მომზადებული აქვს საჩივარი, რომლითაც აუდიტის სამსახურს მიმართავს და უკანონო შემოწირულებაზე რეაგირებას სთხოვს.

"პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი მიმართვის გამოქვეყნება წარმოადგენს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემოწირულობას, კერძოდ პარტიის მიერ ფიზიკური პირისთვის გაწეულ მომსახურებას. ამავე კანონის 26-ე მუხლი იმპერატიულად კრძალავს შემოწირულობის მიღებას არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან. პოლიტიკური პარტია კი წარმოადგენს ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილ გაერთიანებას, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი.


,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 342 მუხლით შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მიერ უკანონო შემოწირულობის განხორციელება ამავე კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ წარმოადგენს საფუძველს იმისთვისა, რომ მას დაეკისროს ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობა აკრძალული შემოწირულობის განხორციელებისთვის"- უთხრეს რადიო თავისუფლებას "სამართლიან არჩევნებში."


პასუხისმგებლობა აკრძალული შემოწირულობის განხორციელებისთვის კანონის თანახმად პარტიას ეკისრება.

ასევე ნახეთ ბახტაძე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებზე ივანიშვილის გამოსახვაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს