არნოლდ სტეპანიანი ეროვნული უმცირესობებისა და არჩევნების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმების მოსაკრებად, დიდად არ იწუხებენ თავს საპრეზიდენტო კანდიდატები. მათი თქმით, ეთნიკური ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რას სთავაზობენ მათ პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევის შემთხვევაში.