არის თუ არა სიმშვიდე ხურვალეთში, რუსების საგუშაგო კოშკთან
Your browser doesn’t support HTML5
დღეს 16 მარტს, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგო კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს. ხურვალეთში შესვლა სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს. მათ სურდათ ადგილზე გაცნობოდნენ ვითარებას და თავიანთი თვალით ენახათ, იმყოფებოდნენ თუ არა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელში დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყვეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.