„არა ძალა და იმედი, სასოწარკვეთა გეყოს“ - დავით წერედიანის ახალი კრებული

სამი ღამეა აქ ვბრუნდები ჩემი ღამიდან“, - დავით წერედიანის ლექსების სრული კრებული „პარაპეტი“ მხოლოდ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. დავით წერედიანს საზოგადოება უმეტესად როგორც მთარგმნელს იცნობს. თავადაც არ უყვარდა საკუთარი ლექსების გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრიქონების ავტორი იყო:

მივფრინავთ, სადაც სინათლეა, სიმსუბუქე, ღრუბლები დიან,

სადაც სიყრმე და სიყვარული არასოდეს არ არის გვიან“.

პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ საკუთარი ლექსებით უკმაყოფილება მთარგმნელებს ხშირად ახასიათებთ, რადგან სურთ მათი პოეზია ისეთივე უხინჯო იყოს, როგორიც იმ ავტორებისაა, რომლებსაც თარგმნიან.

ლეგენდად დადიოდა, რომ 1984 წელს დავით წერედიანსცისკარშილექსების ციკლი ჰქონდა გამოქვეყნებული. მართლა თავბრუდამხვევი ლექსები იყო. ისინი შემდეგ მის პირველ წიგში,ორიონში“, შევიდა და ამჯერად ამ კრებულშიც.

ამ პატარა წიგნში ძალიან დიდი პოეტი იკითხება. მისი დაფასება ჯერაც მომავლის საქმეა. მისი ლექსები არის პოეტური წინასწარმეტყველება მომავალზე, მაგრამ მთავარი მაინც ის იმპულსია, რომელსაც ეს ლექსები გაძლევს“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

თბილა და წამით რული მერევა

და სადღაც თქეშში, მიდვრებში, გარეთ,

მიტოვებული ბედნიერება

შრიალით აღებს სიზმრების კარებს“.

„პარაპეტი“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. პირველ რიგში, ის არის დიდი პოეტი და შემდეგ - დიდი პოეტების მთარგმნელი, თუმცა საზოგადოებამ ქრონოლოგიურად პირიქით გაიცნო. სამწუხაროდ, თავად ვერ მოესწრო ამ კრებულის გამოცემას“, - ამბობს გამომცემლობის ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია.

წიგნის სტამბამდე მიტანა ადვილი არ იყო, დავით წერედიანი ნაწერს მუდმივად ასწორებდა, ერთი და იმავე ტექსტის რამდენიმე ვარიანტს ქმნიდა. ცვლილებები შეჰქონდა უკვე დაკაბადონებულ წიგნშიც. „გასაკვირია ჩემთვის ასეთი აჩქარება“, - მისწერა ერთხელ გამომცემელს, რომელიც ეუბნებოდა, იქნებ წიგნის დაბეჭდვა ფესტივალამდე მოვასწროთო.

პატარა ბიჭი ბატონებმა წაიყოლეს, აბელ ბოხუა,

პირველი სიყრმის მეგზური და თანამგზავრი აბელ ბოხუა,

ხედავსღა ვინმე, დედულეთის სანახებო, ჩემ გარდა კიდევ?“

აბელ ბოხუა მართლა არსებობდა და მართლა „ბატონებმა წაიყოლეს“. ბავშვი პატარა დათოზე რამდენიმე წლით იყო უფროსი, მაგრამ ისე დაამახსოვრა თავი, რომ 80 წელს გადაცილებული მოხუცი უკვე თავის ლექსში იხსენებს და, შესაძლოა, ბოლოც კი არის, ვისაც ეს ბიჭი ახსოვს.

კიდევ რეპრესიებული მამის, უმამობის სევდა გასდევს მთელ კრებულს. ასევე ძალიან მიყვარს მისი ლექსი, „ძველი სიმღერა“, რომელიც ასახავს, თუ როგორ გაასწორეს რუსებმა ხალდე მიწასთან. ერთდროულად სევდიანი და იმედიანი ლექსია“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

ეგებ არც ისე ძნელია, სულის უჟამო ხდამდე

უფსკრულზე დაკიდებული ტყვიას ტყვიაში სვამდე,

ტკივილის ძაფსღა ემაგრო, ბოლო ხავილის ეხოს,

არა ძალა და იმედი, სასოწარკვეთა გეყოს“.

ეს ციტატა არის ლექსების ციკლიდან „ლაზარე“, რომელსაც თავად ავტორმა ასეთი წინათქმა გაუკეთა:

ერთხელ იყო დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ქართულ, ტრადიციულ, შეუმღვრეველ ხმებთან პირისპირ დავრჩენილიყავი, ხმებთან, პირველი იავნანიდან რომ ყურში გვიდგას, არც დროისთვის და არც უცხოური ზეგავლენისთვის მისხალი ანგარიში არ გამეწია, მეთქვა მხოლოდ იმ წყობით, რომელიც პირწმინდად ჩვენია, ქართულია, თან ოღონდ ისე, ძველი, უკვე ნათქვამი არ გამემეორებინა. ერთი შეხედვით იმათ თარგზე მოჭრილს გვანებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით“.

რიტმული, დინამიკური ლექსები გამოუვიდა - თან ძველი, თან ახალი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდოდა. დავით წერედიანის ნაწერებში ყოველთვის იგრძნობა, რომ ავტორი მხოლოდ საკუთარ თავსა და აწმყოზე კი არ დგას, არამედ წარსულზეც. მისთვის ხსოვნის დაკარგვა სიკვდილია. ერთ ადგილას წერს კიდეც:

ხსოვნა დავკარგეთ, ღამით ღამე ჩამოვთითოვდით,

ამბობენ, ისე დავიხოცეთ, არ გვიწვალია“.

და თანაც:

გასწი, იარე, ნუღარ ეჭვობ, უქმეა ზრახვა,

ზღაპარმა შენმა თავად იცის, რა მხარეს წახვალ.

უფლის პერანგზე დათვლილია ყოველი ღილი“.