„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია

Your browser doesn’t support HTML5

„აგენტების კანონს“ პარლამენტთან ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. დრონის კადრები გადაღებულია საპროტესტო აქციის დაწყებისას.

კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა - მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.