“არ ვიცი, ვწერ თუ ვხატავ” - ალექსანდრეს კალიგრამა

Your browser doesn’t support HTML5

ალექსანდრე მამუკაშვილი პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერია. კალიგრაფიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. 2012 წელს კი პირველი კალიგრამა შექმნა - კალიგრაფიისა და ნახატის სინთეზი. ალექსანდრე პირველი კალიგრაფია, რომელმაც საქართველში კალიგრამის ტექნიკა გააცოცხლა. კალიგრამის შესაქმნელად იყენებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკას. კალიგრამში აცოცხლებს ლექსებს, ფრაზებსა თუ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს. კალიგრამის ნიმუშები ჯერ კიდევ ძვ.წ. მესამე საუკუნეში გაჩნდა. ქართულ ხელნაწერებში კი კალიგრამის ერთ-ერთი ნიმუში გვხვდება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის გამორჩეულ ხელნაწერში, იოანე სინელის კლემაქსში.