"თუ ეს ტკივილი არ გავიარეთ, ყოველთვის გვექნება უკან ყურების სურვილი"

რატომ ვერ და არ განხორციელდა ლუსტრაცია საქართველოში? რა უშლის ხელს საზოგადოებას თამამად შეხედოს და გააანალიზოს საბჭოთა წარსული? რაში შეიძლება გამოადგეს საქართველოს ყოფილი საბჭოთა ბანაკის იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც განახორციელეს ლუსტრაცია? რატომ უკავშირდება ლუსტრაციის საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას? გასული წლის ბოლოს ლატვიამ გაასაჯაროვა "კაგებეს" სრული კარტოთეკა. ამ მოვლენას მრავალწლიანი დისკუსია უძღოდა წინ. ევროპის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლუსტრაციის რეალურად განხორციელებას სჭირდება გამბედაობა, პოლიტიკური ნება და საზოგადოების მზადყოფნა ამისათვის. აჩვენა აგრეთვე ის სირთულეები, რაც ახლავს პროცესს და კონკრეტული ადამიანების, მათი ოჯახის წევრებისა და შთამომავლების ცხოვრებას უკავშირდება. ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ს საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი "დილის საუბრებში" გამოხატავს პრინციპულ პოზიციას ლუსტრაციის საკითხზე და თვლის, რომ ამის გაკეთება ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ხარვეზიანი საარქივო მასალის პირობებში:

Your browser doesn’t support HTML5

ანტონ ვაჭარაძე "კაგებეს" არქივებსა და ლუსტრაციაზე