ანტისაოკუპაციო ტატუ - უფასოდ

Your browser doesn’t support HTML5

ტატუს ოსტატი ტატიანა გოდიბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის მისი სალონის ტატუ არტისტებმა მსურველებს ანტისაოკუპაციო სვირინგი უფასოდ დაახატონ. სურვილი უკვე 300-მდე ადამიანმა გამოხატა. მათ სურთ სხეულზე დაიხატონ საქართველოს რუკა - წითლად გამოყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებით და წარწერით: „მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. ზოგი ტატუს ოსტატებს თავის ორიგინალურ ვარიანტს სთავაზობს, თუმცა იდეა ყველას ერთი აქვს: რუსეთი ოკუპანტია. საქართველოს 20% ოკუპირებულია.