ანტიდასავლური პროპაგანდის აქცენტები

რადიო თავისუფლების სტუმარია სოფო გელავა, მკვლევარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მედიის განვითარების ფონდის პროექტში „ანტიდასავლური პროპაგანდა - 2018“.

ეს კვლევა ასახავს 2018 წლის მედიამონიტორინგის შედეგებს, კერძოდ, სწავლობს ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ სოფო გელავა გვიამბობს, რით განსხვავდება ახალი კვლევა წინა წლებში ჩატარებული კვლევებისგან, რამდენად გაიზარდა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გავლენა და შეიმჩნევა თუ არა ცვლილებები ამ პროპაგანდის სტრატეგიასა და ტაქტიკაში. მკვლევარი გველაპარაკება იმ წყაროებზე, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური პროპაგანდით.