ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებულ ვითარებაზე
Your browser doesn’t support HTML5
„ეს ნამდვილად არ არის ევროპული ტრადიცია, რომ გყავდეს ხალხი საპატიმროში ანდა (გყავდეს ხალხი) გასამართლებული ხელისუფლების მიერ, თავიანთი პოლიტიკური აქტივობების გამო. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან. ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით არ გამოგვიძიებია კონკრეტული საქმეები; ჩვენ უბრალოდ ვიცით: თუკი არის დემონსტრაციები და 80 ადამიანი (მეტი ან ნაკლები) გასამართლდება, ეს არ არის კარგის ნიშანი“, - განაცხადა 10 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა. მან უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის თემაზე ბოლო დღეებში წამოჭრილ დისკუსიასთან დაკავშირებით.