ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე
Your browser doesn’t support HTML5
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა „უსამართლობა“ უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ოღონდ ისე, რომ სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია.
23 აგვისტოს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის ჩავა საოკუპაციო ხაზთან, რომელიც მან „კონტაქტის ხაზად“ მოიხსენია. მას იქ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია უმასპინძლებს. გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინმა კარგად იცის მისი პოზიცია გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან დაკავშირებით.