წვიმის მუსიკოსები
Your browser doesn’t support HTML5
ვარდების რევოლუცია იყო ხავერდოვანი რევოლუცია. არაფერი დაინგრა, მაღაზიის ერთი ვიტრინაც კი. დაინგრა თუ არა სისტემა? ღირდა თუ არა წვიმაში დგომა? ღირდა თუ არა წვიმის მუსიკოსების მოსმენა? 2003 წლის მოვლენებს მუსიკოსები ვახო ბაბუნაშვილი, ნიაზ დიასამიძე და რობი კუხიანიძე იხსენებენ. აგრეთვე, გადაცემის სტუმარია „24 საათის“ რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი.