მოლოდინებით სავსე ახალი წლები
Your browser doesn’t support HTML5
ხელისუფლება ყოველი წლის ბოლოს გვილოცავს ახალი წლის დადგომას. საბჭოთა იდეოლოგია სრულიად უძლური აღმოჩნდა შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციების მიმართ. 12 საათზე შეხვედრა, მეკვლე, ნაძვის ხე, ძველი წლის გაცილება და ახალი წლის დალოცვა, ეს ყველაფერი პოლიტიკისა და იდეოლოგიის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა იდეოლოგია ცდილობდა და ცდილობს ახალი წლის აპოლიტიკური დღესასწაული თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ძველებურად, „ყველაფერი ახლიდან" - ახალი წლის შეხვედრის სლოგანია საქართველოში. არაფერი იცვლება, მაგრამ ადამიანი მაინც ელოდება ახალს.