ანა ქედელის თემიდან - მთავარეპისკოპოს იაკობის პირისპირ

Your browser doesn’t support HTML5

ქედელის თემის მცხოვრები ანა ხუნაშვილის მოულოდნელი, უკვე გახმაურებული მიმართვა ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისადმი, მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მოისმინა.
ბოდბის მონასტერში მეუფე იაკობის ქადაგების დასრულების შემდეგ, ანა უეცრად იქ შეკრებილ მრევლს გამოეყო და მთავარეპისკოპოსს პირდაპირ ჰკითხა, როცა 5 ივლისს ჟურნალისტებს ურტყამდნენ, ხალხზე ძალადობდნენ და ამ ძალადობისკენ სასულიერო პირებიც მოუწოდებდნენ, ან თქვენ სად იყავით და ან საპატრიარქოო. ისიც უთხრა, რომ მისი ქადაგება არ შეესაბამებოდა ქრისტიანულ ღირებულებებს და რომ ის სიყვარულის ნაცვლად, ხალხში მტრობას აღვივებდა.

ვინ არის ანა და რას გულისხმობდა, როცა მან იაკობ იაკობიშვილს უთხრა, რომ ბოდბის მონასტრის იღუმენიამ მის სოფელში მცხოვრებ ადამიანებს და მის ოჯახსაც მიწები წაართვა? როგორ გაბედა იმ დროს უმცირესობაში მყოფმა ქალმა მეუფისთვის ეთქვა ის სიმართლე ეკლესიაზე, რისიც მას სჯერა?

ანას სახლს ბოდბის მონასტრისგან ერთი გზა ყოფს და უკვე 35 წელია, რაც მუდმივი ბრძოლა მიდის იქ მცხოვრებ, უფრო სწორედ, შემორჩენილ მოსახლეობას და ეკლესიას შორის. თუმცა ანას თქმით, დღემდე ვერავინ სამართალი ვერ იპოვა. პირად გულისტკივილს ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენებიც დაემატა და ანამ, ბევრი თავისი თანამოაზრის სახელით, ეკლესიის მიმართ დაგროვილი საყვედურის ხმამაღლა თქმა გადაწყვიტა.