"ყველაზე მიუღებელი ამ საკანონმდებლო აქტში არის ბავშვისთვის მოვალეობების დაკისრება"

25 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა თავხელიძე, ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" - იურისტი. მან ილაპარაკა "ბავშვის კოდექსის" პროექტზე, რომლის განხილვაც გასულ კვირაში დაიწყო პარლამენტში. "ბავშვის კოდექსის" პროექტი ვრცელი დოკუმენტია. ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ერთიანი საკანონმდებლო აქტის არსებობას, რომელშიც დარეგულირდება ბავშვის უფლებები და დაცვის გარანტიები. თუმცა, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ამბობს, რომ უფლებადამცველთა მოლოდინი, რომ სხვადასხვა კანონში გაფანტული ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიები უფრო დაკონკრეტებული და ჩაშლილი იქნებოდა ერთიან დოკუმენტში, არ გამართლდა. ამასთან, ანა თავხელიძის თქმით, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არ იყვნენ ჩართული პროექტის მომზადებაში. იურისტი თვლის, რომ დოკუმენტში იმდენი ხარვეზია, უმჯობესია, ის თავიდან დაიწეროს იმ სულისკვეთებით, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესია პრიორიტეტი და ბავშვის ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ანა თავხელიძე აგრეთვე ამბობს, რომ კოდექსზე მუშაობისას მნიშვნელოვანია ბავშვებთან კომუნიკაცია და მათი მსჯელობის მოსმენა.

Your browser doesn’t support HTML5

ანა თავხელიძე "ბავშვის კოდექსის" პროექტზე