ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები?

Your browser doesn’t support HTML5

ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები?

ტყიბულის შახტებში სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვის შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ. ეს საერთაშორისო საექსპერტო კომპანია ერთ-ერთია იმ 5 კომპანიას შორის, რომელსაც შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია რეკომენდაცია. მათგან საქართველოს მთავრობის მიმართვას 3 კომპანია გამოეხმაურა.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეულ DMT Group-ს შახტების უსაფრთხოების სფეროში ექსპერტული საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ კომპანიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები.