"ამას ხომ მაინც არ წაშლით - რუსეთი ოკუპანტია"

Your browser doesn’t support HTML5

17 წლის სალომე თინიკაშვილი 20 ივნისის ღამის შემდეგ გორის მთავარ, სტალინის ქუჩაზე გავიდა და კედელზე დატოვა ნახატი - თვალახვეული ადამიანი წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". ხატვის დროს მასთან უცნობი პირები მივიდნენ და სთხოვეს ხატვა შეეწყვიტა, იმიტომ რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. სალომე ფიქრობს, რომ ისინი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები იყვნენ. მეორე დღეს მას საკუთარი ნახატი შავად გადაღებილი დახვდა. სალომემ შავ ლაქას მიაწერა" არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია". ქალაქში სასიყვარულო წარწერებს არავინ შლის, ამიტომ ამ შავი ოთხკუთხედი ლაქის გვერდით დაწერა: „ნინი გიოს უყვარხარ, ამას ხომ არ წაშლით, რუსეთი ოკუპანტია“. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სალომე 7 წლის იყო, იმ დღეების მოგონებები მის გონებაში ჩაბეჭდილია. ომის დღეებში როგორც კი მისი ოჯახი სამშვიდობოს გავიდა, პირველი, რაც სალომემ გააკეთა, ხატვა დაიწყო. მას შემდეგ იგი ხშირად გამოდის ქალაქში და სათქმელს სტრიტარტით ამბობს.