ინტერვიუ ზაზა სარალიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

9 სექტემბერს ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა: „ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ მკვლელები და ამ საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული!“. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს განაახლებენ. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა იმ სამართლებრივი პროცესის, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მეტიც, თუკი პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობას გ.ბ.-ს ააღებინებს თავზე, ზაზა სარალიძე პირადად გააპროტესტებს ასეთ შედეგს. ის მოთმინებით ელოდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებას. აკმაყოფილებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები, თუმცა მათი განხორციელების პერსპექტივას ვერ ხედავს. ზაზა სარალიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ინტერესები და აქვს ერთადერთი მიზანი - დაიცვას „მოკლული შვილის ღირსება და ცოცხალი შვილის მომავალი“.