18 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე. ალეკო ცქიტიშვილი პრობლემად თვლის ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ დამოკიდებულებას როგორც სამართალდამცავების, ისე საზოგადოების მხრიდან. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ ანგარიშის - "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. პრობლემები და გამოწვევები" - მომზადების დროსაც გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი პრობლემაა დაზარალებულთა მხრიდან ჩვენების შეცვლა. ძალადობის მსხვერპლი პირველ ეტაპზე აძლევს ჩვენებას მოძალადე ოჯახის წევრის წინააღმდეგ, მოგვიანებით კი ცვლის მას. ამგვარ ქცევას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ხშირად ეს არის, უნდობლობა სამართალდამცავების და შიში მოძალადის მიმართ.
Your browser doesn’t support HTML5