"აშკარად არის პოლიტიკური კრიზისის ნიშნები"

4 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საზოგადოებისა და პოლიტიკური პროცესის ფონზე შექმნილი კრიზისის შესახებ. ალეკო ცქიტიშვილი ყვება როგორ გადაიზარდა ერთი საქმის გარშემო შექმნილი ვითარება მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესში, რაც მისი აზრით, გარდაუვალი იყო ხელისუფლების არაადეკვატური და არადროული ნაბიჯების გამო. უფლებადამცველი ვერაფერს ხედავს მოულოდნელს იმაში, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური ოპოზიცია თავისი დღის წესრიგით გააქტიურდა. მნიშვნელოვანი კი, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, არის ის, რომ ხელისუფლებამ ერთი კონკრეტული საქმის სრულფასოვანი გამოძიების გარდა, აღიაროს სისტემური გამოწვევები და გადადგას რეალური ნაბიჯები პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე კი, მნიშვნელოვანი საკითხია მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელი და კომპეტენტური კანდიდატურის შერჩევა.

Your browser doesn’t support HTML5

ალეკო ცქიტიშვილი პოლიტიკური კრიზისის ნიშნებზე