21 იანვრის მონაცემებით საქართველოში წითელას 430 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით გაზრდილია წითელას გავრცელების მასშტაბი.
„იანვარში არის წითელას 430 შემთხვევა. აბსოლუტურ რიცხვში ყველაზე მეტია თბილისში. 100 000 მოსახლეზე მაჩვენებელი ასე ნაწილდება: სამეგრელო, იმერეთი, თბილისი და კახეთი. ძირითადი ასაკი, სადაც ინფექცია კონცერტრირდება არის 20-დან 40 წლამდე, ასევე 0-1 და 1-5 წლის ასაკი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე ნახეთ წითელა - მოკლედ ყველაფერი რაც უნდა იცოდეთდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ვინაიდან მწვავე ვირუსული დაავადებისგან დაცვის ერთადერთ გარანტირებული საშუალება სწორედ აცრაა.
ასევე ნახეთ წითელასთან ბრძოლა აცრითიმისთვის, რომ იცოდეთ და არ გამოგრჩეთ ინფორმაცია, თუ რომელ დაავადებებზე და რა დროს უნდა აიცრათ ან აცრათ თქვენი შვილები შეგიძლიათ ქართულენოვანი მობილური აპლიკაცია „აცრები“ ჩამოტვირთოთ. როგორც ანდროიდის, ასევე IOS სმარტფონებზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი აპლიკაცია აცრების ეროვნულ კალენდარს და იმ დაავადებათა ჩამონათვალს შეგაყტობინებთ, რომელზეც აუცილებლად უნდა აიცრათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლოებას მოუწოდებს გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ერთი გამოტოვებული აცრის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტებს სადაც წითელაზე უფასოდ აიცრებიან.