აკაკი ზოიძე: ქუჩაში სიცხეში მუშაობისათვის ახალი ნორმების აუცილებლობა არ არსებობს

უნდა არსებობდეს თუ არა კონკრეტული ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომელიც მაღალი ტემპერატურის დროს, ქუჩაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებს დაარეგულირებს?

Your browser doesn’t support HTML5

რა არეგულირებს სამუშაოებს პაპანაქებაში?

დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. თუმცა, მიუხედავად ამ ჩანაწერისა, საგზაო თუ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები +40-42 გრადუსზეც ისევე ასრულებენ სამუშაოს, როგორც სხვა, ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საშიშ კლიმატურ პირობებში. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას.