ათენელი არტისტი გურამ ჩაჩანიძე ფოტოხელოვანია.
გურამი საბერძნეთის დედაქალაქში უკვე აღიარებული არტისტი, კურატორი იყო 2018 წელს, როცა ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ვიბაასეთ. სხვათა შორის, რაც შევიტყვეთ, ის იყო, რომ ძალიან უყვარს, რასაც აკეთებს, იცის, რას და რატომ აკეთებს, და არ არის კონფორმისტი.
Your browser doesn’t support HTML5
ახლა თავის ცხოვრებაზე მიამბობს, ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი თავის კვალს ამჩნევს არტისტს. არა მხოლოდ ანტიკურობით, თავისი მზით და ხალხით.
გურამ ჩაჩანიძე ენასაც უკირკიტებს, ბერძნულს და ქართულს. ანდაზები თარგმნა დიდი კულტურის ამ ენაზე და თავის საყვარელ ქართულ ანდაზასაც მიმხელს.
ბოლო პერსონალური გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა და ასე იწოდებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“.
რატომ „ადამი და ევა“ და არა „ევა და ადამი“?
მწვავე თემა, რომელსაც მის გული და გონება დაუპყრია, ქალებს ეხება, საერთოდ უფლებებს, განსაკუთრებით კი - საბერძნეთში საქართველოდან სამუშაოდ წასულ ქალებს, რომლებზეც გურამი ამბობს, რომ ისინი საქართველომ გაწირა.
იცით, ევროპის არაერთ ქვეყანაში, - საბერძნეთის გარდა, პირველ რიგში, იტალიასა და ესპანეთში, - უამრავი ქალია წასული წლებია და იქ მძიმე შრომას ეწევა, წასვლის მიზეზები კი, ეკონომიკურის გარდა, ძალადობისგან გაქცევაა, მიამბობს არტისტი, რომელმაც ამ თემაზე პიესა დაწერა.
გურამი ამბობს, ამაზე არავის სურს საუბარი, შეიძლება ეშინიათ, რომ იქ თუ დაბრუნდნენ, წინ დახვდებათო.
Your browser doesn’t support HTML5
გურამ ჩაჩანიძეზე დიდი ამაგი აქვს დედას, ისიც საბერძნეთში წასული ემიგრანტია და იქ მომუშავე ბევრ ქალთან უსაუბრია ამ თემებზე.
თითოეული ქალის ისტორია ალბათ განსხვავებულიცაა და რაღაცით მსგავსიც, მაგრამ გურამ ჩაჩანიძე წინააღმდეგია, რომ ისინი სენტიმენტალურ, რომანტიკულ ამბებად ვაქციეთ და სხვა ყველაფერი გამოვაცალეთ. ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა საქართველოში, არადა, სერიოზული პრობლემაა, მტკივნეულია, მაგრამ საჭიროა ამაზე ლაპარაკი.