„ჩაინა ლილიო სითის“ მფლობელი ლაურა ღაჭავა გამორიცხავს, რომ ბაზრობაზე ხანძარი ელექტროსადენების გამო გაჩნდა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით ხანძარი საწყობიდან დაიწყო, იქ კი ელექტროსადენები არ არის. შესაბამისად, ეჭვიც სხვა რამეზე აქვს.
ლაურა ღაჭავა, 7 ივნისის ღამით დივერსიის ვერსიას უარყოფდა, თუმცა მოსაზრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაზრობის ჩინელმა მეპატრონეებმა ხანძრის კერა დაუზუსტეს.
ლაურა ღაჭავას თქმით, მას მტრები ჰყავს და არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცებს ხანძარით მისთვის ზიანის მიყენება სურდათ, სწორედ ამიტომ ითხოვდა, რომ სათვალთვალო კამერები მისი თანდასწრებით დაელუქათ.
[საწყობი] დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით?! ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა.ლაურა ღაჭავა
„იქ არც შუქი ყოფილა და არც არაფერი არ ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცებზე. მეპატრონე ჩინელებმა ახლა მომაწოდეს, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი, შუქი არ არის, არაფერი არ არის. დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით?! ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა. ამას ვერ ვამბობ ჯერ ვინ. ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიღაცას ხელს ვუშლი,“- განაცხადა ლაურა ღაჭავამ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.
ასევე ნახეთ ფოტორეპორტაჟი: დამწვარი "ჩინელების ბაზარი" ლილოშიპირველ კომენტარში ლაურა ღაჭავა დივერსიის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ხაზგასმით ამბობდა, რომ მას არც ხელისუფლებასთან ჰქონია პრობლემები.
„მე ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს. იყო გეგმური შემოწმება, დოკუმენტაცია წაღებულია ფინანსურ პოლიციაში... ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს და არანაირი შიში არ მაქვს. ეს ხანძარი რომ მივაბათ იმ გეგმურ შემოწმებას, ნამდვილად შორს არის,“ - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
რადიო თავისუფლება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ როდის შეამოწმეს ლილოს ბაზრობა, რა იყო უწყების ინტერესი და გამოვლინდა თუ არა რაიმე ფინანსური დარღვევა. კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
შესაძლო დივერსიისა და ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსია კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ, მედიას უთხრა, რომ არ გამორიცხავს არც ერთ ვერსიას, მათ შორის ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენასაც. ზვიად ქირია საუბრობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, უჩა მამაცაშვილის მხრიდან ზეწოლაზე.
ამ განცხადების გამო, ლაურა ღაჭავამ მას შენიშვნაც კი მისცა. მოგვიანებით ზვიად ქირიამ განმარტა, რომ პირად ბიზნესთან დაკავშირებით საუბრობდა.
უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეგ სულ სხვა თემაა. ეგ მეხება პირადად მე.ზვიად ქირია
"არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს ელექტრო სადენებისგან მოხდა, რამე საყოფაცხოვრებო ნივთი იყო იქ დატოვებული, იმისგან მოხდა თუ რისგან მოხდა თუ დივერსია იყო. უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეგ სულ სხვა თემაა. ეგ მეხება პირადად მე. მე პირდაპირ არ დამიკავშირებია ამ ხანძრის მიზეზებთან ვისაც ასახელებთ, ეს უბრალოდ მე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რომელიც არის სხვა შპს, რომელიც არის სხვა ტერიტორიაზე განლაგებული იმასთან დაკავშირებით"- განაცხადა ზვიად ქირიამ.
„ჩაინა ლილო სითის" მფლობელის, ლაურა ღაჭავას ადვოკატი ამბობს, რომ რამდენიმე „ნეგატიური შემთხვევა“ მისი კლიენტის სხვა ბიზნესთან დაკავშირებითაც გამოიკვეთა. ერთი მხრივ, შალვა კაციაშვილი 7 ივნისის ღამით ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარსა და სხვა პრობლემებს ერთმანეთთან არ აკავშირებენ, თუმცა მეორე მხრივ ამბობს: "ცუდია,რომ ეს ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა"- ო.
პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ცუდი გარემოებები დაემთხვა ერთმანეთსშალვა კაციშვილი
„ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ ცუდი გარემოებები დაემთხვა ერთმანეთს მიყოლებით. მათ შორის ხანძრის ეს ფაქტიც. ამ ყველაფერს ერთმანეთთან არ ვაკავშირებთ, შესაძლოა, დამთხვევა იყოს",- განაცხადა იურისტმა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
ჯერ არც ზარალის შესახებ დაზუსტებულა ინფორმაცია.
ლაურა ღაჭავას ინფორმაციის დამწვარია ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული 50-მდე სავაჭრო ობიექტი, სავარაუდო ზარალი 2 მილიონ ლარამდე შეიძლება მერყეობდეს. თუმცა, ბაზრობის მეიჯარეებს საქონელი დაზღვეული აქვთ და მათ ზარალი აუნაზღაურდებათ.
შპს "ლილო სითის" დირექტორის მოადგილის მაყვალა კავლელაშვილის ცნობით, "ჩაინა ლილო სითის" ქონება კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგშია" დაზღვეული.
ხანძრები ბაზრობაზე
ლილოს ბაზრობაზე ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა. პირველად 2012 წელს. იმჟამინდელი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
ასევე ნახეთ ხანძრები სავაჭრო ცენტრებში2012-2018 წლებში საქართველოში 18-სავაჭრო ობიექტი დაიწვა.
- დამწვარი ,,ლილოს" ბაზრობა – 2012/15/09
- დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა" – 2013/26/02
- დამწვარი ,,ევროპარკი" – 2013/17/07
- დამწვარი სენაკის ბაზრობა – 2014/25/08
- დამწვარი ,,ბოშათა" ბაზრობა – 2014/16/09
- დამწვარი ,,ხოფას" ბაზრობა – 2014/7/12
- დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2014/27
- დამწვარი ,,ისნის'' ბაზრობა – 2015/21/01
- დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2015/4/08
- დამწვარი ,,შავი" ბაზრობა – 2016/2/08
- დამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 2017/29/01
- დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა - 2017/2/06
- დამწვარი ფოთის ბაზრობა – 2017/10/07
- დამწვარი ,,დეზერტირების" ბაზრობა – 2017/17/07
- დამწვარი ,,ისნის" ბაზრობა - 2017/19/08
- დამწვარი სასტუმრო ,,ლეოგრანდი" - 2017/24/11
- დამწვარი "ქალაქის გულის“ 2018/27/02
- დამწვარი „თერგი“2018/27/02
რადიო თავისუფლება გასული წლის 27 თებერვალსაც, როდესაც სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „თერგი“ დაიწვა, ცდილობდა მიეღო ინფორმაცია სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. 7 ივნისს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია.
ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა, უბრალოდ, შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედებანინო ლომჯარია
„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არც ერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ხანძრების გაჩენა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა, უბრალოდ, შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება“,-განაცხადა 2018 წლის 27 თებერვალს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, შეკითხვები იარსებებს მანამდე, ვიდრე გამოძიება ზუსტ და დამაჯერებელ მიზეზებს არ გააცნობს საზოგადოებას.