ახალციხელ ანზორ გელდიაშვილს ოპერაციის შედეგად ჯერ კიდევ ღია ჭრილობა ჰქონდა, როცა ათი წლის წინ აგვისტოს ომი დაიწყო. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ადგილზე დატოვა. ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ ბოლოს 24 წლის გმირი მან და მისმა ორი თვის წინ მოყვანილმა მეუღლემ 8 აგვისტოს ნახეს. საბრძოლო მოქმედებების დროს 11 აგვისტოს დაღუპული ანზორ გელდიაშვილი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლობდა. დედა, მზია ღონღაძე, სკოლის ადმინისტრაციას შვილის სახელობის კუთხის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
რამაზ ალავიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში მეგობრები დაკარგა და თავადაც მძიმედ დაიჭრა. "მეცხრე არხის" ოპერატორი აგვისტოს ომის დროს მესამე ქვეითი ბრიგადის 34-ე სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ბრძოლების ქარტეხილი ეგრეთ წოდებულ ერგნეთის ბაზრობასთან გადაიტანა. ომიდან ათი წლის შემდეგამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.
ომში დაღუპული გმირების გახსენება სამცხე-ჯავახეთში
- რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის ცენტრალურ პარკში.
- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
- აგვისტოს ხუთდღიან ომში სულ 170 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის შვიდი სამცხე-ჯავახეთიდან.
- დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად რეგიონში რამდენიმე ღონისძა ჩატარდა.
რამაზ ალავიძის მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომს ტკივილის გარეშე ვერ იხსენებს ომარ მელიქიძე. მან მეგობრებთან ერთად ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი ოჯახს დღეს ტაქსისტობით არჩენს. ცოტას ლაპარაკობს და, ყველაფრის მიუხედავად, ომში მონაწილეობას მაინც არ ნანობს.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დავით ფეიქრიშვილს საინჟინრო მესანგრეთა ბრიგადის მთავარი ექიმის პოსტი ეკავა. ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთიდან სამშობლოს დასაცავად თავი შვიდმა სამხედრომ გაწირა. დღეს უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, ის ხელისუფლებისა და საზოგადოებისგან ცოცხალი გმირების მიმართ მეტ პატივისცემას ითხოვს.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს ახალციხის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე გმირების სახელების უკვდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიების გამართვას აპირებს.
აგვისტოს ხუთდღიან ომში სულ 170 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის შვიდი სამცხე-ჯავახეთიდან. დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა.