π-ს დღე და მათემატიკის ფესტივალი
Your browser doesn’t support HTML5
მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით საქართველოში უკვე
მეოთხედ ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“
იმართება.
ფესტივალი მთელ მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს
(π=3.14), ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს
ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.
2019 წელს თბილისში გამართულ ფესტივალზე დაუკრეს π-ს მელოდია, გაიმართა
ფლეშმობი, დაიდგა მინი სპექტაკლი, მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები და
სხვადასხვა სახის აქტივობები. ჩატარდა პი რიცხვის კონკურსი და ჭადრაკის
მინი ჩემპიონატი.