ლენინის, პიკასოს, ხალხთა მეგობრობის ორდენების ლაურეატს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს ზურაბ წერეთელს 4 იანვარს დაბადების 80 წელი უსრულდება. გასული წლის შემოდგომაზე წერეთელმა თბილისში თავისი მორიგი ნამუშევრის, რამაზ ჩხიკვაძის ძეგლის გახნაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიალს დაესწრნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. მთავრობა იცვლება, მაგრამ ზურაბ წერეთლის მიმართ ხელისუფალთა დამოკიდებულება არც რუსეთში და არც საქართველოში არ იცვლება.
Your browser doesn’t support HTML5