გასულ ღამეს ზუგდიდში სახალხო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს.
კახა მიქაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა. ჯერ ცნობილი არ არის, როდის იმსჯელებს სასამართლო ჯგუშიას საქმეზე.
იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე გაისროლა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაიას მისამართით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ყოფილი პარლამენტარის ადვოკატის ჯიტა გულუას განცხადებით, სოფელ რიყეში ერთ სუფრასთან მსხდომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. ადვოკატის თქმით, თენგიზ ჯგუშიამ, ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, სოფელი დატოვა, თუმცა მას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის სხვა წევრებთან ერთად, უკან მანქანით გაჰყვა, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში კი ჯგუშიას მანქანა ჩიხში მოექცა და იძულებული იყო გაეჩერებინა:
„მოწინააღმდეგე მხარეს იყო ძალთა უმრავლესობა. სიტყვიერი შელაპარაკება შეიძლებოდა უარეს ინციდენტში გადაზრდილიყო და თენგიზ ჯგუშიამ სიტუაციის განსამუხტად გამოიყენა იარაღი. მან ჰაერში გაისროლა. თენგიზ ჯგუშია თავს დამნაშავედ არ ცნობს, ის კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ ქვარაიას მისამართით ისროდა. როგორც კარგ მსროლელს, მას რომ ნდომებოდა ადამიანი დაეზიანებინა და ნახევარ მეტრში მოეხვედრებინა... უბრალოდ, გაისროლა ჰაერში, რათა სიტუაცია განემუხტა“.
თავად თენგიზ ჯგუშიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა, განაცხადა:
„არ გამისროლია. მე დავიცავი ჩემი ღირსება, ქართული ვაჟკაცური წესების თანახმად, იარაღის გარეშე“.
მერაბ ქვარაია კი წუხელ, პოლიციის სამმართველოში დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. მჯერა, რომ გამოძიება დაადგენს ინციდენტის დეტალებს და მასში დამნაშავე პირებს“.
ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“, რომლის დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშიაა, მის დაკავებას ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
„სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენლის ბეჟან შანავას განცხადებით, ჯგუშიას დაკავება სოფელ რიყეში სასმელი წყლის მილების ამოღების ფაქტების გახმაურებას უკავშირდება, რადგან წყლის მილების მოპარვის შესახებ ქვეყანამ სწორედ ჯგუშიას მეოხებით შეიტყო. ბეჟან შანავას თქმით, „გამგეობა მილების საქმეში დამნაშავეს შეგნებულად აფარებს ხელს, რასაც თენგიზ ჯგუშია ხმამაღლა აფიქსირებდა“.
თენგიზ ჯგუშიასგან განსხვავებით, ამ დროისთვის თავისუფალია ასევე წუხელ, თუმცა განსხვავებული ბრალდებით დაკავებული საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წუხელ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე მიქაიამ საზოგადოებრივი წესრიგი უგულებელყო.
თავად მიქაია თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს:
„ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ქმედება გუშინ იყო ადეკვატური“.
კახა მიქაია დაკაავეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლას ზუგდიდში. კახა მიქაიამ აქციაზე უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული რკინის ჯებირების გარღვევა სცადა.
აქციაზე, რომელსაც თხუთმეტამდე მოქალაქე ესწრებოდა, აცხადებდნენ, რომ სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მორალური უფლება არა აქვს ზუგდიდში ჩამოვიდეს.
კახა მიქაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა. ჯერ ცნობილი არ არის, როდის იმსჯელებს სასამართლო ჯგუშიას საქმეზე.
იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე გაისროლა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაიას მისამართით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ყოფილი პარლამენტარის ადვოკატის ჯიტა გულუას განცხადებით, სოფელ რიყეში ერთ სუფრასთან მსხდომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. ადვოკატის თქმით, თენგიზ ჯგუშიამ, ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, სოფელი დატოვა, თუმცა მას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის სხვა წევრებთან ერთად, უკან მანქანით გაჰყვა, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში კი ჯგუშიას მანქანა ჩიხში მოექცა და იძულებული იყო გაეჩერებინა:
„მოწინააღმდეგე მხარეს იყო ძალთა უმრავლესობა. სიტყვიერი შელაპარაკება შეიძლებოდა უარეს ინციდენტში გადაზრდილიყო და თენგიზ ჯგუშიამ სიტუაციის განსამუხტად გამოიყენა იარაღი. მან ჰაერში გაისროლა. თენგიზ ჯგუშია თავს დამნაშავედ არ ცნობს, ის კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ ქვარაიას მისამართით ისროდა. როგორც კარგ მსროლელს, მას რომ ნდომებოდა ადამიანი დაეზიანებინა და ნახევარ მეტრში მოეხვედრებინა... უბრალოდ, გაისროლა ჰაერში, რათა სიტუაცია განემუხტა“.
არ გამისროლია. მე დავიცავი ჩემი ღირსება, ქართული ვაჟკაცური წესების თანახმად, იარაღის გარეშე...თენგიზ ჯგუშია
„არ გამისროლია. მე დავიცავი ჩემი ღირსება, ქართული ვაჟკაცური წესების თანახმად, იარაღის გარეშე“.
მერაბ ქვარაია კი წუხელ, პოლიციის სამმართველოში დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. მჯერა, რომ გამოძიება დაადგენს ინციდენტის დეტალებს და მასში დამნაშავე პირებს“.
ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“, რომლის დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშიაა, მის დაკავებას ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ქმედება გუშინ იყო ადეკვატური...კახა მიქაია