ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი აცხადებს, რომ 2010 წელს დევნილთა საერთო ბაზიდან ისინი მათთვის გაურკვეველი მიზეზით ამოშალეს.
იძულებით გადაადგილებული პირები მიზეზების დასადგენად ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მივიდნენ და ხელმძღვანელობასთან გასაუბრება მოითხოვეს, მაგრამ სამმართველოს უფროსი ადგილზე არ აღმოჩნდა. ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები დიანა თორიას თქმით, კორპუსის დევნილთა დასახლებების საერთო ბაზიდან ამოშლის გამო მეხუთე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ:
„ჩვენ ბავშვები უნდა გაგვეფორმებინა დევნილებად და საბუთების მომზადებისას ერთი წელია რაც გავარკვიეთ, რომ საერთოდ არ ვართ დევნილთა ბაზაში. ახლა ამის გამო ჩვენ დენს გვითიშავენ, რადგან ვერ ხედავენ, რომ ბაზაში ეს შენობა არის. მაგათ რა ქნან, დენს საჩხუბრად ხომ არ მოგვცემენ“.
ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრის იამან ძაძუას თქმით, მათ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებაც დაუგროვდათ, რისი გადახდის საშუალება არ აქვთ.
„ადრე დევნილთა თანხიდან სახელმწიფო გვაჭრიდა ექვს ლარს - 5 ლარი დენის და ერთი ლარი ნაგვისთვის არისო. ხელზე 22 ლარს ვიღებდით და ადრე ამის პრობლემა არ გვქონდა. იანვრის თვეში მრიცხველი დაგვიყენეს და გვეუბნებიან, 120 ლარი გადაიხადეთო თითო ოჯახმა. რატომ?!“
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები ოჯახები წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც არ ფიქსირდებოდნენ ლტოლვილთა საერთო ბაზაში, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია. რაც შეეხება ელექტროენერგიის აღდგენის საკითხს, ქოჩუას განმარტებით, დევნილებს ორი თვის მანძილზე დაგროვილი დავალიანების გადახდა მოუწევთ:
„წინა ხელისუფლების შეცდომა იყო თუ დანაშაული, არ ვიცით, მაგრამ ბაზაში ეს ობიექტი არ არსებობდა და ახლა მაისიდან უკვე არის. სამინისტრომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოლაპარაკების შედეგად გადაწყვიტა, რომ 4 თვის განმავლობაში გადაიხადონ დავალიანება. თითო ოჯას 10-10 ლარი უწევს თვეში. მაისიდან კი, როგორც კომპაქტურ ობიექტს, დაუფინანსებს მთავრობა. თუკი ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, აღუდგებათ ელექტროენერგია“.
ირაკლი ქოჩუას განცხადებით, მას დევნილებთან შეხვედრა ჰქონდა და აუწყა, რომ ხარვეზი გამოსწორებულია და ორსანტიის ობიექტი დევნილთა საერთო ბაზაში აღდგენილია. მისივე განმარტებით, იძულებით გადაადგილებული პირები ასევე ინფორმირებული არიან ენერგოკომპანიის პირობების შესახებ, თუმცა შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.
იძულებით გადაადგილებული პირები მიზეზების დასადგენად ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მივიდნენ და ხელმძღვანელობასთან გასაუბრება მოითხოვეს, მაგრამ სამმართველოს უფროსი ადგილზე არ აღმოჩნდა. ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები დიანა თორიას თქმით, კორპუსის დევნილთა დასახლებების საერთო ბაზიდან ამოშლის გამო მეხუთე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ:
„ჩვენ ბავშვები უნდა გაგვეფორმებინა დევნილებად და საბუთების მომზადებისას ერთი წელია რაც გავარკვიეთ, რომ საერთოდ არ ვართ დევნილთა ბაზაში. ახლა ამის გამო ჩვენ დენს გვითიშავენ, რადგან ვერ ხედავენ, რომ ბაზაში ეს შენობა არის. მაგათ რა ქნან, დენს საჩხუბრად ხომ არ მოგვცემენ“.
ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრის იამან ძაძუას თქმით, მათ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებაც დაუგროვდათ, რისი გადახდის საშუალება არ აქვთ.
სამინისტრომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოლაპარაკების შედეგად გადაწყვიტა, რომ 4 თვის განმავლობაში გადაიხადონ დავალიანება...ირაკლი ქოჩუა