ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები იძულებით გასახლების მოლოდინში არიან. შენობაში მცხოვრებმა ოცმა დევნილმა და ექვსმა ადგილობრივმა ოჯახმა კორპუსის დატოვების შესახებ გაფრთხილება პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებისგან გუშინ, 8 იანვარს, მიიღეს. დევნილები პოლიციას ხვალ დილით ელოდებიან. მათივე განმარტებით, ეს პირველი გაფრთხილება არ არის. გასულ თვეს პოლიციამ შენობის მობინადრეებს რამდენჯერმე შეახსენა, რომ უახლოეს მომავალში ალტერნატიული ფართის ძიება მოუწევდათ, ერთი კვირის წინ კი გაფრთხილება მიიღეს ეკონომიკის სამინისტროდან. სწორედ მის ბალანსზე ირიცხება ყოფილი კოლეჯის შენობა.
„პოლიციამ გვითხრა, ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრესო, რომ შენობა სახელმწიფო საკუთრებააო და შენობა უნდა დატოვოთო. მიუხედავად ამინდისა, წვიმა იქნება თუ თოვლი, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საწოლებს გარეთ ეზოში დავდგამთ და იქ ვიქნებით. თუ ჩვენ ამ სახელმწიფოს არ ვუნდივართ, გვითხრან“, – ამბობს გაგრის მკვიდრი რევაზ ღადუა.
„მე ადგილობრივი ვარ, მაგრამ ბავშვებს სახლი არ აქვს და სამმართველომ გვითხრა, სადაც ადგილია, იქ შედითო. ამდენი ხანია აქ ვცხოვრობთ და ახლა სად უნდა წავიდეთ? “ – კითხულობს ზუგდიდის მკვიდრი ირმა ახალაია.
ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებნი ლტოლვილთა სამმართველოს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელზე უარს აცხადებენ.
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენელმა გოჩა ელერჯიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სამმართველო დევნილებს საცხოვრებელს სთავაზობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ოქტომბერსა და ჭკადუაშში, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში. შეთავაზებულ ფართებს შორის არის სენაკის კომპაქტური დასახლებაც. იძულებით გადაადგილებული ოცდახუთი ოჯახისთვის შეთავაზებული წინადადება მიუღებელია:
„ახლა ლაპარაკობენ ფოცხოეწერზე, სოფელ ოქტომბერზე... გაუშვან იქ თავიანთი ოჯახები, თუ კარგია. გვქონდა დაპირებები, მაგრამ ყველა ტყუილი გამოდგა. ჩვენ არ გვინდა სოფელში. კატეგორიულ უარს ვაცხადებთ“.
„ადრე შეგვპირდნენ ზუგდიდში ბინებს, ამიტომ ჩვენ ზუგდიდში გვინდა. სხვაგან არ წავალთ“, – ამბობენ დევნილები.
გოჩა ელერჯიას განმარტებით, ამ ეტაპზე სამინისტროს სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია, დევნილები კი, თავის მხრივ, კოლეჯის დატოვებას არ აპირებენ.