თბილისის ზოოპარკი ისევ გაიხსნა

თბილისის ზოოპარკი

თბილისში ისევ გაიხსნა ზოოპარკი, რომელიც წელს 13 ივნისს მძიმედ დააზარალა სტიქიურმა უბედურებამ. 13 სექტემბერს ზოოპარკის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს მოუთხრეს სამი თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე. თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, 2016 წლის გაზაფხულისათვის აპირებენ თბილისში ახალი ცხოველების ჩამოყვანას. ამჟამად ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, დაათვალიერონ ზოოპარკის მხოლოდ ზედა ნაწილი, ხოლო სტიქიით განადგურებული ქვედა ნაწილის აღდგენა არ მომხდარა. დაგეგმილია ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე.