ზეიმი უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად
Your browser doesn’t support HTML5
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოში ორდღიანი ღონისძიებებით აღინიშნება. 26 მარტს "ახალ ტფილისში", აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა საზეიმო ღონისძიება - "ევროპა ჩვენს ქუჩაზე". აქ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტი და სანახაობა მოეწყო. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ.