საქართველოს მთავრობის მონაცემებით, 24 მარტის სტიქიის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მიყენებულმა ზარალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ყოველკვირეულ რეგიონალურ მაცნეში, რომელშიც შევეხებით ასევე გასული წლის 19 ივლისს სტიქიისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციასაც. მოისმინეთ სიუჟეტები ბათუმიდან, გორიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.