რადიო თავისუფლების შიდა კონკურსი; ქართველი მეზღვაურებისგან მიღებული საგანგაშო წერილი; ჩვენი ჟურნალისტების არდასწრება საპროტესტო აქციებზე; პოეზიის რამდენიმე წუთი ჩვენი რადიოს ტალღაზე. ამ და სხვა საკითხებს ეხება ჩვენი დღევანდელი გამოშვება, რომელშიც თქვენს გამოხმაურებებსა და თქვენს შენიშვნებზე გვექნება ლაპარაკი.