„კოჭს ვუგორებთ“ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას?

რატომ არ ვაქვეყნებთ უფრო ვრცელ მასალებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებსაც ჩვენი კორესპონდენტები უძღვნიან თავიანთ რეპორტაჟებს; „კოჭს ვუგორებთ“ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას; უნდა გაშუქდეს თუ არა სერბიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მომხდარი სექსუალური სკანდალი? ამ თემებს ეხება ჩვენი დღევანდელი გამოშვება, რომელშიც თქვენს მოსაზრებებსა და შენიშვნებზე გვაქვს ლაპარაკი.