თუკი ახლახან გვსაყვედურობდნენ, რატომ მოვიწვიეთ ეთერში ნინო ბურჯანაძე, ახლა შენიშვნას გვაძლევენ - რატომ დავაწერინეთ „თავისუფლების დღიურები“ ხათუნა გოგორიშვილს; ფართო გამოხმაურება ჰპოვა თბილისის ერთ-ერთ ბაღში უსახლკაროთათვის კარვის მოწყობამ, რაც ჩვენს პროგრამებში გავაშუქეთ; აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა კობა ლიკლიკაძის ბლოგს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რამდენადაა დასაშვები, პრეზიდენტმა წინასწარ საჯაროდ გამოაცხადოს ავღანეთში ჩასვლის გეგმის შესახებ. ამ და სხვა თემებს ეხება ჩვენი დღევანდელი გამოშვება, რომელშიც თქვენს გამოხმაურებებსა და შენიშვნებზე გვაქვს საუბარი.