ერთი ცნობილი გამონათქვამი რომ გავიხსენოთ, ,,ბავშვებისათვის უნდა წერო ისე, როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთესად“.
თანამედროვე ქართულ მწერლობაში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული მიმართულება სწორედ საბავშვო მწერლობაა. ამ ბოლო ხანებში თითქოს დაიძრა ყინული, იქმნება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები ყმაწვილთათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯერჯერობით საკმარისი სრულებითაც არ არის.
ამიტომაც, ,,ბიბლიოთეკაში“ საბავშვო მწერლობის პრობლემებს პერიოდულად დავუბრუნდებით, დღეს კი ერთ გამორჩეულ ავტორს წარმოგიდგენთ. ვასო გულეურის საბავშვო ლექსების წიგნი ,,ჩიტის მოტანილი ამბები“ რამდენიმე წლის წინათ გამოსცა ,,დიოგენემ“, ია გიგოლაშვილის არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს წიგნი თვითონ ჩვენს ოჯახში ორჯერ დაიფურცლა: გამორჩეულად უყვარდა ვასო გულეურის ლექსები ჩემს ვაჟს 5-6 წლის ასაკში, ახლა კი უყვარს გოგონასაც და დიდი ინტერესით უგდებს ყურს. ამ მიზეზით, ვასო გულეურის ,,ჩიტის მოტანილი ამბები“ მეც თითქმის ზეპირად დავისწავლე და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ კრებულის ყველა ლექსი შესანიშნავია, რამდენიმე კი, უბრალოდ, ჟანრის შედევრი მგონია.
მე არ ვიცი, როგორ უნდა დაწერო კარგი საბავშვო ლექსი. თვითონ არასოდეს მიცდია ამის გაკეთება, რადგან წინასწარვე ვიცოდი, რომ უსათუოდ დავმარცხდებოდი. საამისოდ, ალბათ, შენ თვითონ ოდნავ მაინც უნდა იყო დარჩენილი საკუთარ ბავშვობასთან, რათა რასაც დაწერ, არც ენის მოჩლექით ლაპარაკი გამოგივიდეს და არც ზედმეტად ინტელექტუალური სჯა-ბაასი.
მახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებულად მიყვარდა სამი საბავშვო ქართველი პოეტი: შიო მღვიმელი, მაყვალა მრევლიშვილი და გივი ჭიჭინაძე. ამ სამივე პოეტს აერთიანებდა ძალდაუტანებელი სამეტყველო ენა, ბავშვური საფიქრალის სხარტი გადმოცემა და არაჩვეულებრივი იუმორი, რომელსაც მაშინ კარგად აღვიქვამდი. იყო კიდევ ილია სიხარულიძე და გიორგი წერეთელი, რომელთა ნაწერებსაც დიდი ინტერესით ვეცნობოდი. მთავარი ის არის, რომ ყველა ამ პოეტის ლექსები მათ წიგნებზე უწინ საბავშვო პრესაში - გაზეთ ,,ნერგში“ ანდა ჟურნალ ,,დილაში“ - მქონდა წაკითხული.
სამწუხაროდ, დღეს ეს საბავშვო-საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთები აღარ გამოდის და ეს კიდევ ცალკე პრობლემა და შეუვსებელი დანაკლისი მგონია მომავალი თაობისათვის, რადგან თუ ჩვენ არ გვექნება კარგი საბავშვო გამოცემა, ამ სიცარიელეს მომავალში ვეღარაფერი ამოავსებს.
ასეა თუ ისე, ვასო გულეურის პირველი საბავშვო ლექსიც სწორედ ჟურნალ ,,დილაში“ დაიბეჭდა და იქიდანვე ცხადი იყო, რომ ზემოხსენებულ რამდენიმე კარგ საბავშვო პოეტს მისი სახით ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა.
ეს ვარაუდი საბოლოოდ დაადასტურა შემდგომში ,,დიოგენეს“ მიერ ღია ბარათების სახით გამოცემულმა მისი ლექსების ნაკრებმა ,,მელაკუდას მაღაზია,“ მერე კი წიგნად დასტამბულმა ,,ჩიტის მოტანილმა ამბებმა“.
ორივე ამ გამოცემაში ვასო გულეური განაგრძობდა წინა თაობის საბავშვო პოეტების საუკეთესო ტრადიციებს და თამამად შემოჰქონდა უკვე დღევანდელი ყოფისათვის დამახასიათებელი ბევრი ისეთი რეალია, რითაც შეიძლება თანამედროვე ყმაწვილები ინტერესდებოდნენ.
მთავარია, რომ ვასო გულეურის მანერაც საოცრად ლაღი და უშუალოა. ის სხარტად, ლაკონიურად წერს, გულღიად, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე, მაგრამ უამრავ ისეთ პრობლემას წამოჭრის, რაც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ დიდებსაც დააინტერესებთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვასო გულეური წერს ვასო გულეურისათვის, ოღონდ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის მიძღვნა რომ გავიხსენოთ, ,,მაშინ, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო”. თვითონ პოეტმა საკუთარი მოტივაციის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:
,,ერთი მიზეზი, რის გამოც დავიწყე და როცა დავიწყე, ეს იყო ჩემი შვილები. როცა პირველი ვაჟი შემეძინა, ისეთი ახალი განცდა იყო და იმდენად განსხვავებული, რომ რატომღაც მომინდა, რომ ბავშვისთვის წამეკითხა ლექსები. მაგრამ მერე ვიფიქრე, ხომ არ ჯობდა (კი, ვთქვათ, გვყავს ძალიან კარგი საბავშვო პოეტები, მაგრამ საკუთარი შვილის, ალბათ, უფრო კარგად იცის მამამ) ისეთი ლექსები დამეწერა, რომლებიც, ვთქვათ, გაახალისებდა“.
სხვათა შორის, ამ ერთი შეხედვით ყოფით და უბრალო დეტალში შესანიშნავად ჩანს ვასო გულეურის დამოკიდებულება საბავშვო პოეზიისადმი. მისი აზრით, საბავშვო პოეზია ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვი გაახალისოს და ასე თამაშ-თამაშით შეაყვაროს პოეზია. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ამას მწერალი ჯერ თავისი შვილისათვის აკეთებს, ხოლო მერე სხვა ბავშვებსაც უზიარებს. ამიტომაც სჭვივის ამ ლექსებიდან ძალიან დიდი სიყვარული ყველასა და ყველაფრისადმი.
ვასო გულეურის წიგნის რედაქტორი, ანა ჭაბაშვილი, აღნიშნავს:
,,ვასო გულეური გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი დღევანდელი საბავშვო ლიტერატურისა. როდესაც მან პირველად წიგნი მომიტანა და ფიქრობდა, რომ გამოეცა, აღტაცებული დავრჩი. გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ეს არის არაჩვეულებრივი გულით დაწერილი, იუმორით, რაც აუცილებელია საბავშვო მწერლობისთვის და ის დღესაც ასე აგრძელებს. არის ძალიან გამართული ნაწერი, ენობრივად გამართული კი არა, შინაარსობრივად, და მკითხველი და ბავშვი ამას იმწუთშივე გრძნობს“.
აქვე ანა ჭაბაშვილმა, ვინც დღეს საქართველოში საერთოდ მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო რედაქტორია და თანამედროვე ქართულ სალიტერატურო პროცესებსაც თვალყურს პროფესიულად ადევნებს, ზოგადად თავისი დამოკიდებულებაც გაგვიზიარა დღევანდელი საბავშვო მწერლობის ტენდენციების მიმართ:
,,ჯერ, პირველ რიგში, რომ გადავავლოთ თვალი ბაზარს, ანუ წიგნის მაღაზიებში გადავხედოთ წიგნებს, დავინახავთ, რომ ბევრად მეტია საბავშვო ლიტერატურა, სხვა დანარჩენ ლიტერატურასთან შედარებით. მხედველობაში მაქვს ორიგინალური ქართული მწერლობა - თარგმანები კიდევ ცალკე თემაა - და ძალიან ბევრია სკოლამდელი ასაკის ან დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების ლიტერატურა - როგორც პროზა, ისე პოეზია. არის გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდა პროზაიკოსებისა და ლიტერატორებისა, რომლებიც ამ ჟანრში წერენ და ბავშვებს უწერენ ლიტერატურას და არცთუ ცუდს“.
ანა ჭაბაშვილის ასეთი კარგი შეფასების მიუხედავად, გარედან მაინც ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით ქართული ლიტერატურა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. საბავშვო მწერლობა გამომცემლობისათვის კომერციულად მომგებიანია, მაგრამ თვითონ მწერლებისათვის ერთგვარად არაპრესტიჟული ხელობა ჩანს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ლიტერატურული კონკურსი, რომელიც საბავშვო მწერლობის მიღწევებს შეაფასებდა და გარკვეულად დაახარისხებდა.
ამ თემაზე ვასილ გულეურმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა:
,,ერთადერთი, რაც იყო ხოლმე, ,,გალას“ ჰქონდა ეს ნომინაცია - საბავშვო ლიტერატურის - და ისე მოხდა, რომ წელს ეს კონკურსიც ჩავარდა თუ არ შედგა. სხვა კონკურსებით ისედაც არ ვართ განებივრებულნი, მაგრამ დავუშვათ, ისეთი, შედარებით პრესტიჟული პრემია, როგორიც არის ,,საბა“, საბავშვო ლიტერატურისათვის ეტყობა ჯერჯერობით ვერ მოიცალეს“.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მწერლის მცდელობა წეროს ბავშვებისათვის - მით უფრო, თუ ამისათვის მიიღებს ყველაზე დიდ ჯილდოს, პატარების სიყვარულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის წერს დიდებისათვის, ოღონდ ცოტა უკეთესად. სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ ვასო გულეურის ბრწყინვალე საბავშვო პოეზიაც.

როდესაც მან პირველად წიგნი მომიტანა და ფიქრობდა, რომ გამოეცა, აღტაცებული დავრჩი. გამახსენდა ჩემი ბავშვობა და ეს არის არაჩვეულებრივი გულით დაწერილი, იუმორით, რაც აუცილებელია საბავშვო მწერლობისთვის და ის დღესაც ასე აგრძელებს. არის ძალიან გამართული ნაწერი, ენობრივად გამართული კი არა, შინაარსობრივად, და მკითხველი და ბავშვი ამას იმწუთშივე გრძნობს...ანა ჭაბაშვილი