ამ კვირაში, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებმა და მოსწალეებმა აქცია-კონცერტი გამართეს. აქციაზე მისული ასამდე ადამიანი კულტურის სამინისტროსგან “მორალურ მხარდაჭერას” მოითხოვდა. კონკრეტულად რა აწუხებთ ეგრეთ წოდებული “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგებს და მოსწავლეებს? ამ კითხვით მიმართა ჩვენმა კოლეგამ, გიორგი გვახარიამ, სასწავლებლის დირექტორს, თამარ შენგელიას.