თბილისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა
Your browser doesn’t support HTML5
14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ტყემალაძე. თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ თანაპარტიელებმა დაუჭირეს, თუმცა ესეც სავსებით საკმარისი გამოდგა კენჭისყრაში გასამარჯვებლად: საკრებულოს 50 დეპუტატიდან 40 ხომ სწორედ მმართველ პარტიას წარმოადგენს. სულ დედაქალაქის საკრებულო ოთხი პარტიის წევრებით დაკომპლექტდა.