ტექნოლოგიების სფეროს შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის, წერის ან უბრალოდ საუბრის დროს, ერთ პრობლემას ვაწყდებით - რთულია ისაუბრო სპეციფიკური ტერმინების გარეშე, რომლებსაც ან ადეკვატური შესატყვისები არ აქვს ან კიდევ არაა შეთანხმება იმის შესახებ, რომ სიტყვას ორიგინალური ფორმით გამოვიყენებთ. ტერმინების თარგმნის დროს ასევე ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და ვთარგმნით სიტყვებს, რომელთა თარგმნაც საერთოდ არაა საჭირო, იმიტომ რომ ისინი გამოხატავენ მთელ კონცეფციას და არა კონკრეტულ ნივთს, ქმედებას და ა.შ. ამ თემაზე დათო ჩიხლაძე ესაუბრება თემო ბარათაშვილს, ideahub.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს და რედაქტორს, რომელიც ჰყვება კონკრეტული მაგალითების შესახებ და განიხილავს პრობლემის აქტუალურობას.
Your browser doesn’t support HTML5