ვირტუალური „სარბიელი“
Your browser doesn’t support HTML5
„სარბიელი“ დაბრუნდა. სპორტული გაზეთი, რომელიც ქართულ მედიაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო გამორჩეულად პოპულარული, მკითხველს განსხვავებული ფორმატით - ვებსაიტის სახით უბრუნდება. „სარბიელის“ ისტორია 1990 წელს დაიწყო და 2008 წელს შეწყდა გაურკვეველი ვადით. იძულებითი პაუზა 9 წელი გაგრძელდა. საინტერნეტო სივრცეში გადანაცვლების იდეას კი ახლახან შეასხა ფრთები გაზეთის ძველმა გუნდმა.