ვინ ფიქრობს ევროპულ ღირებულებებზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ? საქართველოში რამდენად იცნობენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსს? რა შეიძლება შემატოს ამ პროცესს, მაგალითად, გერმანიაში ვიზიტმა?
სულ ცოტა ხნის წინ ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული და რომელსაც „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო" უჭერს მხარს, გერმანიაში გაემგზავრა. ამაში მათ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო დაეხმარა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივებსა და შიდა ევროპულ გამოწვევებზე საუბრობენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
Your browser doesn’t support HTML5