ვინ არის ყველაზე დაუცველი ჯგუფი დღეს საქართველოში?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს სახალხო დამცველმა 18 ოქტომბერს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციისას, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ჯგუფები არიან ქალები, შშმ პირები, ბავშვები, ლგბტ პირები, რელიგიური უმცირესობა და სხვა ჯგუფები. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ვის მიიჩნევენ მოქალაქეები დღეს საქართველოში ყველაზე დაუცველად და ამ კითხვით ქუჩაში გამვლელებს მივმართეთ.