მას შემდეგ, რაც ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება აღიარა, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი გამოხატავს შიშს კრიმინალური სიტუაციის გართულებასა და ”ქურდული სამყაროს” დაბრუნებასთან დაკავშირებით. რით არის განპირობებული ასეთი შიში, ვის შეიძლება ამოძრავებდეს არაჯანსაღი ინტერესები და ვინ არის პასუხისმგებელი კრიმინალური ვითარების გაუარესებაზე, თუკი ეს მართლაც ასეა?
ქურდობა, ყაჩაღობა, ავტომობილებისა თუ ბინების ძარცვა, ხულიგნობა თუ თავდასხმა ბანკზე - ეს იმ დანაშაულთა სახეობების ნაწილობრივი ჩამონათვალია, რასთან დაკავშირებული ინფორმაციაც არჩევნების შემდეგ აქტიურად ვრცელდება ოფიციალური თუ არაოფიციალური, სანდო თუ არცთუ სანდო წყაროების მიერ. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში გამოცხადებულია განგაში - ფაქტები ხშირდება და ქვეყანაში კრიმინალური ფონი დღითი დღე მძიმდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა ბოლო დღეებში ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, თუმცა შეკითხვაზე, გახშირდა თუ არა დანაშაულის ფაქტები, სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ერთგვარ მინიშნებას მაინც აკეთებს:
”2 დღის მონაცემებით, ფაქტია, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო და ასე ყოველდღიურად სამი და ოთხი მნიშვნელოვანი ყაჩაღობა არ ხდება... მაგრამ ამას დრო სჭირდება, რომ ასეთი შეფასება გავაკეთოთ.”
ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის გამო, სრული სიზუსტით ვერც ნუგზარ წიკლაური ლაპარაკობს, თუმცა მე-7 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი, რომელსაც ახალ პარლამენტში უმცირესობაში ვიხილავთ, არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია მართლაც დამძიმდა. ჩვენთან საუბრისას ნუგზარ წიკლაური ხაზს უსვამს შექმნილი სიტუაციის პოლიტიკურ შემადგენელს, რაც ქურდების დაბრუნების მოსალოდნელობას უკავშირდება:
”როგორც ვიცით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხვდებოდნენ ქურდებს და მათ ჰპირდებოდნენ დაბრუნებას საქართველოში. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ჩანაწერი, სადაც თავად კრიმინალური ავტორიტეტები ამბობენ იმის თაობაზე, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. ცხადია, რომ ამას უსმენენ ის ადამიანებიც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ქვეყანაში არეულობა და ვისთვისაც ასეთ პერიოდში არის ხოლმე ყველაზე უფრო დიდი გასაქანი.”
ამ კომენტარში ნახსენებ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რაც ხელისუფლებამ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, სისულელე და ფაბრიკაცია უწოდეს კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. მათთვის, ვინც ამგვარ მოსაზრებას იზიარებს, დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ჩანაწერებში ვისი ხმაც ფიგურირებს და კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიება, ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი აღმოჩნდა.
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ რიტორიკაზე ამახვილებს ყურადღებას საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი და ჩვენთან საუბარში გამოთქვამს აზრს, რომ ძველი ხელისუფლება მოსახლეობაში ”ქართული ოცნების” საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას მეტად არასაკადრისი მეთოდებით ცდილობს:
”ამკვიდრებდნენ არჩევნებამდე, რომ კოალიცია არის ქურდული წარსულის დაბრუნება; ახლა კი შეეცდებიან, რომ თავისივე ადამიანების მონაწილეობით შექმნან ილუზია, რომ თითქოს ვიღაცები გამოჩნდნენ საქართველოში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულები, შავი გაგების მატარებლები, და იმათ არიეს კრიმინოგენური სიტუაცია... მერე გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო?! აი, ვისთანა გაქვთ საქმე.”
საკუთარი აზრის გასამყარებლად კახიშვილი პოლიციის პასიურობაზე ლაპარაკობს, რაც, არაერთი სხვა ადამიანის მსგავსად, მისთვისაც აშკარა და თვალშისაცემია. მათთვის კვლავაც უპასუხოდ რჩება შეკითხვა - ხომ არ იმალება ყოველივე ამის უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარობა არჩევნებში დამარცხებული პარტიის მისამართით? მართალია, ასეთ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მაგრამ, ალბათ, მათთვისაც გასაგები უნდა იყოს ოპონენტების ლოგიკა, რომ რაკიღა დანაშაულის მატებაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სულ ცოტა, ვერ უმკლავდება შექმნილ სიტუაციას.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და, მათ შორის, ნუგზარ წიკლაურიც, ადასტურებენ, რომ წესრიგის დამყარება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე კვლავაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ ხელმძღვანელობას ევალება. გავიხსენოთ, რომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ სექტემბრის ბოლოს რამდენჯერმე მისცა გარანტია საქართველოს მოქალაქეებს, რომ აპოლიტიკური უწყება სრულად დაიცავდა მათ უსაფრთხოებას.
”ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას”, - განაცხადა 3 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და პასუხისმგებლობის საკითხზე ყურადღება 4 ოქტომბერსაც გაამახვილა:
”მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო, - პოლიციის თანამშრომლებს მათ რიცხვში და, პირველ რიგში, - დაიცავით კანონიერება და ღირსეულად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, რაც თქვენ კონსტიტუციით გევალებათ... როგორც დავპირდით ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო მოხელეებისა შეინარჩუნებს თავიანთ ადგილებს. ეს ეხება პოლიციასაც, პროკურატურასაც, სპეცსამსახურებსაც - ყველას ეხება ეს.”
რაც შეეხება მოსახლეობის პროგნოზებსა და განწყობას, რადიო თავისუფლების მიერ 4 ოქტომბერს ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ გამოავლინა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს:
”დაცულად ვგრძნობ თავს, რა იქნება აწი, არ ვიცი.../ მეშინია ჯერ.../ ჩემი აზრით, უკან წავა ყველაფერი, ანუ უარესს ველოდები მე ამ მთავრობისგან.../ არ არის ვითარება შეცვლილი; არ ეტყობა, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეცვლილია საქართველოში.../ არაფერი არ შეცვლილა, სიწყნარეა ჯერჯერობით.../ ჯერ 2 დღეა გასული და ვერ ვიტყვი ვერაფერს.../ ასე დაცულად არასოდეს მიგრძვნია თავი; მგონი, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, - პირიქით, კრიმინალები ჩვენგან ცოტა შორს წავიდნენ.../ მოიმატებს დანაშაულის ფაქტები.../ ვფიქრობ, მაინც სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება.../ სადაა, ვინმე გამოვიდა ციხიდან? მე დაცულად ვგრძნობ თავს.../ მშვიდობა იქნება, მშვიდობა...”

როგორც ვიცით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხვდებოდნენ ქურდებს და მათ ჰპირდებოდნენ დაბრუნებას საქართველოში. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ჩანაწერი ...ნუგზარ წიკლაური

ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას ...ბიძინა ივანიშვილი
საკუთარი აზრის გასამყარებლად კახიშვილი პოლიციის პასიურობაზე ლაპარაკობს, რაც, არაერთი სხვა ადამიანის მსგავსად, მისთვისაც აშკარა და თვალშისაცემია. მათთვის კვლავაც უპასუხოდ რჩება შეკითხვა - ხომ არ იმალება ყოველივე ამის უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარობა არჩევნებში დამარცხებული პარტიის მისამართით? მართალია, ასეთ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მაგრამ, ალბათ, მათთვისაც გასაგები უნდა იყოს ოპონენტების ლოგიკა, რომ რაკიღა დანაშაულის მატებაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სულ ცოტა, ვერ უმკლავდება შექმნილ სიტუაციას.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და, მათ შორის, ნუგზარ წიკლაურიც, ადასტურებენ, რომ წესრიგის დამყარება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე კვლავაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ ხელმძღვანელობას ევალება. გავიხსენოთ, რომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ სექტემბრის ბოლოს რამდენჯერმე მისცა გარანტია საქართველოს მოქალაქეებს, რომ აპოლიტიკური უწყება სრულად დაიცავდა მათ უსაფრთხოებას.
”ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას”, - განაცხადა 3 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და პასუხისმგებლობის საკითხზე ყურადღება 4 ოქტომბერსაც გაამახვილა:
დაცულად ვგრძნობ თავს, რა იქნება აწი, არ ვიცი.../ მეშინია ჯერ.../ ჩემი აზრით, უკან წავა ყველაფერი, ანუ უარესს ველოდები მე ამ მთავრობისგან ...