ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში საქართველოს მხრიდან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძეც მონაწილეობდა. იგი სტრასბურგში სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად შეხვედრები გამართა ევროპარლამენტში არსებული ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების შესახებ ვიქტორ დოლიძეს ნონა მჭედლიშვილი ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5